დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 503 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 14/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.090.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №503
2009 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ
1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №86 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი 1
1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი დათბილული ქუდი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი 2
1. საგაზაფხულო-საშემდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ჯემპრი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი საწვიმარი ფეხსაცმელი.
2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი 3
ზამთრის ყოველდღიური ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის დათბილული ქუდი (მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი), კომუფლირებული (დამცავი ფერის) დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი 4
სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი მწვანე ველზე, რომელსაც გარს არტყავს შავი კანტი. ფარს ქვევიდან ზევით კვეთს მწვანე ზოლი, რომელზედაც არის წარწერა: ინგლისური აბრევიატურა SPPD, მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმლები, მარცხენა ქვედა კუთხეში – ხუთჯვრიანი კომპოზიცია.
სამკლავურის ზედა ნაწილში დამატებით შევრონზე გამოსახულია წარწერა: „შსს“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები