ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

  • Word
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401016, 04/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
31/03/2011
ვებგვერდი, 110401016, 04/04/2011
200130000.35.117.016049
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (04/04/2011 - 06/05/2011)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №16

2011 წლის 31 მარტი

 ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის 394 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):

ა) სათიბებისათვის – 1 ჰა -ზე 3,75 ლარი;

ბ) საძოვრებისათვის – 1 ჰა -ზე 2,25 ლარი;

გ) საკარმიდამო მიწისათვის – 1 ჰა -ზე 61 ლარი;

დ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი;

ე) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწისათვის – 1 ჰა -ზე 20 ლარი;

ვ) სახნავი და სხვა მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 61 ლარი.

მუხლი 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 3. გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 იანვრის 2 დადგენილება.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე . ფარჯანაძე