დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510012, 17/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.117.016055 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 6 მაისი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №16 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):
ა) სათიბებისათვის (გარდა გაკულტურებულისა) – 1 ჰა -ზე 3.75 ლარი;
ბ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 1 ჰა -ზე 16 ლარი;
გ) საძოვრებისათვის (გარდა გაკულტურებულისა) – 1 ჰა -ზე 2.25 ლარი;
დ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 1 ჰა -ზე 15 ლარი;
ე) საკარმიდამო მიწებისათვის (კარგი და მწირი) – 1 ჰა -ზე 61 ლარი;
ვ) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული და სხვა მიწებისათვის (კარგი და მწირი) – 1 ჰა -ზე 61 ლარი;
ზ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი;
თ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 20 ლარი.“.
2. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები