ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 200140020.35.117.016106
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
19/03/2012
ვებგვერდი, 22/03/2012
200140020.35.117.016106
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/03/2012 - 23/02/2018)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2012 წლის 19 მარტი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე  ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 204-ე მუხლის, აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):

ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 16 ლარი;

ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 10 ლარი;

გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი;

დ) სახნავი და საკარმიდამო მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 61 ლარი.

2.  ტყის მიწისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით –     1 ჰა -ზე 30 ლარი .

    მუხლი 2.

ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით :

) მის საკუთრებაში არსებულ   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ;

) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე , რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი ;

) მის მფლობელობაში ან /და სარგებლობაში არსებულ , გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეგარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის , ქირის , უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე .

    მუხლი 3.

გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 4.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო  დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 16 დადგენილება.

    მუხლი 5.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          კ . ფარჯანაძე