დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 621 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 07/11/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 157, 07/11/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/11/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/11/2007 - 16/11/2007)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №621
2007 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
ქ. თბილისში არსებული ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. ადგილი აქვს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის აშკარა მცდელობას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და მათთვის ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევას, რამაც მასობრივი ხასიათი მიიღო.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე მართლწესრიგის აღსადგენად საჭირო ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 15 დღით.
3. სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაცია საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დაევალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზ. ნოღაიდელს.
4. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ხოლო შემდგომ (ერთი დღის განმავლობაში) ყოველ 2 საათში ერთხელ გადაიცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით.
5. ბრძანებულება 48 საათში წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) საგანგებო მდგომარეობის გამოც-ხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
7. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები