დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/06/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 30/06/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210040.00(5).002.000702 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/06/1997 - 20/02/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №324
1997 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითიი ცენტრის დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 აპრილის №97 განკარგულებით.
1.2. ცენტრი შექმნილია ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის მოხელეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, რეგიონალური მოწყობის ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორების მეცნიერული ანალიზისა და მათ საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების შემუშავების, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიორიული მართვის ოპტიმალური სისტემის შექმნის მიზნით.
1.3. ცენტრი არის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი და საანგარიშსწორებო ანგარიში.
1.4. ცენტრის დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
1.5. ცენტრის ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
1.6. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. ცენტრის ამოცანები, ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებანი
ცენტრის ამოცანებია:
1. ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის მოხელეთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
2. რეგიონალური მოწყობის ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორების მეცნიერული ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების შემუშვება ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის ოპტიმალური სისტემის შექმნისათვის.
3. ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პროგნოზი სახელმწიფო მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკური პროცესების მართვის დროს წამოჭრილი პრობლემეის მოწესრიგების მიზნით.
4. რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის საკითხების კვლევისა და სწავლების საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობა დადგენილი წესის შესაბამისად.
ცენტრი მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად:
5. მოქმედებს სასწავლო-კვლევითი გეგმის შესაბამისად, რომელიც დგება საქართველოს პრეზიდენტის, რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
6. ითვალისწინებს სამენიერო საბჭოს გადაწყვეტილებებს იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხის შედგენისას, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება მსმენელთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამღლება.
7. ასრულებს რეგიონალური პოლიტიკის თეორიისა და პრაქტიკისათვის აუცილებელ სასწავლო-საგანმანათლებლო, კვლევით-პროგნოზულ და სარეკომენდაციო სამუშაოებს, ხელშეკრულებების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს სასწავლო-კვლევითი პროგრამების განსახორციელებლად.
8. ხელს უწყობს რეგიონალიზმის, ფედერალიზმისა და ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების ფორმირების მსოფლიო გამოცდილების შესწავლასა და დანერგვას.
9. უზრუნველყოფს საქართვეოს პრეზიდენტის კურსისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების კვლევასა და სწავლებას.
10. აარსებს საკუთარ ბეჭდვით ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ორგანიზაციას უწევს ახალი პოლიტიკური პრინციპების სწავლებასა და დანერგვას სპეციალური ლიტერატურის მომზადებისა და გამოცემის გზით.
11. ხელს უწყობს საქართველოს პრეზიდენტის უზრუნველყოფას რეგიონალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ოპერატიული ანალიტიკითა და მეცნიერული პროგნოზით.
12. ასრულებს სარეკომენდაციო სამუშაოებს ადგილობრივი მმართველობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებისა და მართვის ახალ იდეოლოგიის მოსამზადებლად.
13. დებს სათანადო ხელშეკრულებებს სახელმწიფო მმართველობის რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებთან მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
3. ცენტრის მართვა
3.1. ცენტრს მართავს ცენტრის ხელმძღვანელი.
3.2. ცენტრის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის, რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის წინაშე ცენტრის საქმიანობისა და განვითარებისათვის.
3.3. ცენტრის ხელმძღვანელი მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრი სახელით, განაგებს ცენტრის ქონებას, ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანაგიშებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
3.4. ცენტრის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილეები და პროგრამების კოორდინატორები, რომელთაც ნიშნავს რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
4. ცენტრის დაფინანსება
ცენტრის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული სახსრები, აგრეთვე ცენტრისათვის კანონის ფარგლებში გადაცემული სხვა სახსრები.
5. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები