„საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №324 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 27/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 010210040.05.001.000000
  • Word
84
20/02/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 27/02/1998
010210040.05.001.000000
„საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №324 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 84

1998 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის 324 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის 324 ბრძანებულების აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით ზემოაღნიშნულ ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ;

ბ) ბრძანებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის თანდართული დებულება.

2. დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 1.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი (შემდგომშიცენტრი) არის საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

ბ) მე-3 პუნქტის 3.2. ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის“;

გ) 3.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.4. ცენტრის ხელმძღვანელს ჰყავს ორი მოადგილე, სამი პროგრამის კოორდინატორი, ერთი მთავარი სპეციალისტი, ერთი უფროსი ბუღალტერი;

დ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული სახსრები.

ე. შევარდნაძე