დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1046 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 14/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.050.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1046
2005 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
1. ლიკვიდირებულ იქნეს „საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 აპრილის №97 განკარგულებით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. შეიქმნას ცენტრის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ბრაჭული – ცენტრის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე
მაკა ბახტაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სპეციალისტი
ლელა დარსალია – ცენტრის ბუღალტერი
რევაზ ლორთქიფანიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
3. ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიამ 2006 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №324 ბრძანებულება.
5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 თებერვლიდან.
6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები