საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 15/06/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 010220020.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
359
03/06/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 11, 15/06/1998
010220020.05.002.000001
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/06/1998 - 18/12/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №359

1998 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ

 "საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 5 მარტის №1284 - II ს კანონის თანახმად:

1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 მიხეილ ჭკუასელი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გოჩა გიორგაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი

თემურ გიორგაძე - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი

თამაზ მაღლაკელიძე - გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე

ოთარ მახარაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი

ელგუჯა მელაძე - საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი

ოლეგ ნიკოლეიშვილი - საგადასახადო ინსპექციის უფროსი

თედო ნინიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვლადიმერ პაპავა - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

ბორის სარალიძე - საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ოთარ ხუფენია - საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი

მევლუდ წიკლაური - საქართველოს პარლამენტის წევრი

ბესო ჯუღელი - საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მრეწველთა კავშირის პრეზიდენტი.

 2. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია "საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია) უწყებათაშორისი ორგანოა.

3. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს "საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის მუშაობის რეგლამენტი

1. კომისიის სამუშაო ორგანოა კომისიის სხდომა.

2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების მიხედვით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმის უბრალო უმრავლესობით.

5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს კომისიის თავმჯდომარე. 6. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ოქმის სახით. ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

    მუხლი 3. კომისიის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. კომისია წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე განიხილავს ცალკეული საწარმოს (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

2. კომისია "საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით საწარმოებისაგან წარმოდგენილ დოკუმენტებს შესასწავლად და სათანადო წინადადებებისათვის გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3. კომისია სხდომაზე განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებულ წინადადებებს და ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.

4. საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას ამზადებს საწარმო სათანადო დოკუმენტების სრული პაკეტის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში.

5. კომისია, ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადასცემს მასალებს საწარმოსთან ხელშეკრულების გასაფორმებლად და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისი პროექტის მოსამზადებლად.

6. კომისია დასკვნას საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აცნობებს საწარმოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებიდან ათი დღის განმავლობაში. დასკვნა უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტებს და მიზეზებს, რომელთა გამოც საწარმოს უარი ეთქვა საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციაზე.

7. კომისია უფლებამოსილია:

ა) საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროების მიხედვით მოიწვიოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების, უწყებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, აგრეთვე დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები;

ბ) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ, კომისიის სხდომაზე დაინტერესებული და მოწვეული მხარის წარმომადგენლის დასწრების გარეშე;

გ) გადაამოწმოს "საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე;

დ) წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე უარი უთხრას საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაზე;

ე) ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საწარმოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებისა და საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესამოწმებლად;

ვ) საწარმოს მიერ საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების ან საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში შეისწავლოს დარღვევის გამომწვევი მიზეზები, მიიღოს გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს დასკვნა შესაბამის ბრძანებულების პროექტთან ერთად.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულება

1. კომისიის ყველა გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მხარისათვის.

 2. კომისიის უფლებამოსილება წყდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

10. 19/05/2004 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 174 - სსმ, 53, 21/05/2004 9. 29/10/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 449 - სსმ, 108, 04/11/2002 8. 12/06/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 288 - სსმ, 60, 14/06/2002 7. 08/03/2002 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 101 - სსმ, 25, 14/03/2002 6. 20/05/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 199 - სსმ, 53, 23/05/2001 5. 05/03/2001 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 79 - სსმ, 22, 13/03/2001 4. 12/09/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 401 - სსმ, 84, 13/09/2000 3. 20/02/2000 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 58 - სსმ, 13, 22/02/2000 2. 09/12/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 659 - სსმ, 66, 14/12/1999 1. 18/12/1998 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 697 - სსმ, 2(9), 28/01/1999