დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის № 359 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 13/03/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №79
2001 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის № 359 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. გათვალისწინებულ იქნეს ბოლო წლებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის № 359 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიხეილ მაჭავარიანი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ოთარ მახარაძე – საქართველოს ფინანსთა სამინოსტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის მდივანი
ვანო მერაბიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
ოლეგ ნიკოლეიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიადგილე
სულიკო პავლიაშვილი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საბიუჯეტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
კახა საკანდელიძე – საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი
ბორის სარალიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ზაზა სოფრომაძე – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარე
არონ სოხაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო და მაკროეკონომიკური პროგნოზირების დეპარტამენტის დირექტორი
მიხეილ უკლება – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიხეილ ჩიკვილიძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი
ლევან ძნელაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
მევლუდ წიკლაური – მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი
ვიტალი ხაზარაძე – საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 დეკემბრის № 697, 1999 წლის 9 დეკემბრის № 659, 2000 წლის 20 თებერვლის № 58 ბრძანებნულებები და 2000 წლის 12 სექტემბრის № 401 ბრძანებულების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები