დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 29/05/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.05.002.000001 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/05/1998 - 25/06/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №355
1998 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ
ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სახელმწიფო კონტროლის და აღნიშნული საქონლის გადასახადების ბიუჯეტში დროულად და სრულად მოქცევის მიზნით:
1. შემოღებულ იქნეს 1998 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელების (გარდა ლუდისა), რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,5 გრადუსს (გარდა ორმოცდაათ გრამ და მასზე ნაკლები მოცულობის, აგრეთვე ათ ლიტრსა და მასზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლიანი სასმელებისა), და თამბაქოს ნაწარმის ყოველი ერთეულის აქციზური მარკები.
2. დაწესდეს,რომ პასუხისმგებლობა ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით მარკირებისათვის ეკისრებათ საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ ორგანიზაციებს, ხოლო საქართველოში იმპორტირებული აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლისათვის – იმპორტიორ ორგანიზაციებს.
3. 1998 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოება და იმპორტირება, ხოლო 1998 წლის 1 დეკემბრიდან – მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე.
4. დადგინდეს, რომ აქციზური მარკების ნომინალურ ღირებულებას იხდიან ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო იმპორტირებული ანალოგიური საქონლისას – იმპორტიორი ფიზიკური და იურიდიული პირები; გადახდილი აქციზური მარკების ფასი მიეკუთვნება პროდუქციის თვითღირებულებას.
5. აქციზური მარკების დამზადების დამკვეთის ფუნქცია დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) 1998 წლის 1 ივნისამდე გამოაცხადოს და ერთ თვეში მოაწყოს ტენდერი აქციზური მარკების დაბეჭდვასთან და მიწოდებასთან დაკავშირებით, განსაზღვროს აქციზური მარკის ფასი და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ საწარმოსთან.
7. აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ საქმიანობისათვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სპეციალურად შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის დებულება, აგრეთვე აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესი; შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულებები ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და იმპორტირების აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ.
9. საქართველოს ტერიტორიაზე მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკების გარეშე იმპორტირებისა და რეალიზაციის განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში აღნიშნული პროდუქცია დაექვემდებარება საგადასახადო და საბაჟო სამსახურების მიერ ჩამორთმევას და ფინანსთა სამინისტროს სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფის განკარგულებაში გადაცემას.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსა და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ჩამორთმეული აქციზური საქონლის შემდგომი რეალიზაციის წესი.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ კვირაში შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, იმ მიზნით, რომ:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისათვის აქციზური მარკების შეძენის დროს იმპორტიორმა ორგანიზაციებმა აქციზური მარკის ღირებულებასთან ერთად გადაიხადონ აქციზის გადასახადი მოქმედი განაკვეთის 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო აქციზის გადასახადის დარჩენილი თანხის გადახდა მოხდეს საქონლის საბაჟო გაფორმების დროს;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები მიენიჭოთ საბაჟო ორგანოებსაც აქციზური მარკების გარეშე იმპორტირების შემთხვევაში.
12. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლები აქციზური მარკების შეძენის დროს გადაიხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას, აქციზის გადასახადის გადახდა კი ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ზემოთ ხსენებული სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნისათვის მიმდინარე წლის დაფინანსების ფარგლებში გაზარდოს სამინისტროს საშტატო ერთეულების რაოდენობა და გაითვალისწინოს ამ ერთეულების შენახვისათვის დამატებითი ასიგნებანი 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
14. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე) ერთ თვეში მოამზადოს წინადადებები მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკების გარეშე იმპორტირების ან/და რეალიზაციის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები