დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 497 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/08/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 16, 31/08/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №497
1998 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
"საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები "საქართველოს ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აქციზური მარკების შემოღების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში:
1. სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ".
2. ბრანებულების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. შემოღებულ იქნეს 1998 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელების, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,5 გრადუსს, ლუდის (გარდა ორმოცდაათი გრამისა და მასზე ნაკლები მოცულობის, აგრეთვე ათ ლიტრსა და მასზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული ალკოჰოლიანი სასმელებისა და ლუდისა) და თამბაქოს ნაწარმის ყოველი ერთეულის აქციზური მარკებით მარკირება".
3. მე-2 პუნქტში ყველგან სიტყვები " … ალკოჰოლიანი სასმელებისა და …" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: " …. ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და …", შემდეგ როგორც ტექსტშია.
4. მე-3 პუნქტში ყველგან სიტყვები "… ალკოჰოლიანი სასმელებისა და …" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "… ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და …", შემდეგ როგორც ტექსტშია.
5. მე-4 პუნქტში სიტყვები "… ალკოჰოლიანი სასმელებისა და …" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "… ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და …", შემდეგ როგორც ტექსტშია.
6. მე-8 პუნქტში სიტყვები "… ალკოჰოლიანი სასმელებისა და …" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "… ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და …", შემდეგ როგორც ტექსტშია.
7. მე-11 პუნქტის "ა" ქვეპუნქტში სიტყვები "… ალკოჰოლიანი სასმელებისა და …" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "… ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და …", შემდეგ როგორც ტექსტშია.
8. მე-12 პუნქტში სიტყვები "… ალკოჰოლიანი სასმელებისა და …" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "… ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და …", შემდეგ როგორც ტექსტშია.
9. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: "15. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ".
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები