„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
554
05/10/1998
სსმ, 2, 26/10/1998
000000000.00(0).000.000000
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №554

1998 წლის 5 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულებაში და:

1. ბრძანებულების 1-ლ პუნქტში სიტყვები „1998 წლის 1 ოქტომბრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით ,,1999 წლის 1 თებერვლიდან“.

2. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. 1999 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტირება და წარმოება შიდა მოხმარებისათვის, ხოლო 1999 წლის 1 მარტიდან – მარკირებას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია აქციზური მარკების გარეშე“.

3. ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-4 პუნქტი.

4. ბრძანებულების მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებად.

5. ბრძანებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს ჩამორთმეული აქციზური საქონლის განადგურების წესი“.

6. ბრძანებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს ტერიტორიაზე ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა აქციზის გადასახადის რა ნაწილი გადაიხადონ აქციზური მარკების მიღებისას“.

7. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

,,15. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს აქციზური მარკების მომხმარებელთა რეგისტრაცია და გასცეს შესაბამისი მოწმობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქციზური მარკები გასცეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან, როგორც აქციზური მარკების მომხმარებლები“.

8. ბრძანებულება ძალაშია 1998 წლის 1 ოქტომბრიდან.

ე. შევარდნაძე