საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 11/05/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 15/05/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
314
11/05/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 15/05/1998
010340000.05.002.000001
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/05/1998 - 31/03/2002)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №314

1998 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

 მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან შეიქმნას მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

 ვაჟა მაისურაძე – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარე

ირაკლი ბაიდაშვილი – საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ვლადიმერ ბაკურაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი

გოჩა გორდეზიანი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს რეფორმებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

მერაბ კვიმსაძე – საპატენტო უწყება "საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილე

თამარ ლორთქიფანიძე – კავკასიის მომხმარებელთა ორგანიზაციის პრეზიდენტი

გიორგი მაჩაბელი – საქართველოს განათლების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი

რევაზ სანიკიძე – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საკანონმდებლო საქმიანობისა და სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობების, სოციალურ საკითხთა და ტრანსპორტელთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსი

ვარლამ ფანცულაია – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს უფროსი, საბჭოს მდივანი

გურამ ფერიშვილი – საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტ "საქსტანდარტის" თავმჯდომარის მოადგილე

მერაბ შარაბიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე

გელა ჩარკვიანი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

დავით ჩიჩუა – საქართველოს მომხმარებელთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი

ვახტანგ ჩოგოვაძე – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ვაჭრობის ორგანიზაციისა და შიდა ბაზრის კონიუნქტურის სამმართველოს უფროსი

ნოდარ ცანავა – საქართველოს მრეწველობის სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე

თეიმურაზ ძეგლიგაშვილი – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის  საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი

დარეჯან ჭარბაძე – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე

ლია ხვედელიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი

მადონა ჯორბენაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმის მოადგილე.

2. დამტკიცდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს თანდართული დებულება.

3. საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსმა ვ. მაისურაძემ სამინისტროების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო ორგანოების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად ჩამოაყალიბოს შესაბამისი სამხარეო საბჭოები, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კონტროლის განმახორციელებელი ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაციას.

4. მომხმარებელთა უფლებების დაცვაში პარალელიზმის თავიდან აცილების მიზნით ძალადაკარგულად ჩაითვალოს "ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სრულყოფის, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებული და უხარისხო საქონლისაგან დაცვის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 29 აგვისტოს № 568 ბრძანებულების 21-ე პუნქტი.

5. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურს.

ე. შევარდნაძე

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებები

 1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების და ამ დებულების შესაბამისად.

 

II. საბჭოს ამოცანები

 3. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობათა კოორდინაცია "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესრულების მიზნით;

ბ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების მექანიზმის შექმნისა და სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მომხმარებელთა ინტერესებთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზი;

დ) სამომხმარებლო ბაზრის რეგულირებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და კანონპროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ორგანიზება;

ვ) მომხმარებელთა ინფორმაციული უზრუნველყოფის ორგანიზებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე სახელმძღვანელო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) მისთვის დაკისრებული ამოცანების გადაწყვეტისას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

 

III. საბჭოს შემადგენლობა

 4. საბჭოს წევრები არიან საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შედიან აგრეთვე საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან.

საბჭოში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნენ როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან სპეციალისტები, მეცნიერები, ექსპერტები და სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები.

5. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი. საბჭოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან ირჩევენ მდივანს.

6. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას, თავმჯდომარეობს სხდომებს, გეგმავს მის მუშაობას, შეაქვს საბჭოს სახელით წინადადებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შესაბამის ორგანოებში.

7. საბჭოს სხდომების მომზადებასა და მიმდინარე საქმიანობას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს სხდომები გაიმართება ორ თვეში ერთხელ და ფორმდება შესაბამისი ოქმით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

 9. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმები გასაცნობად გადაეცემათ საბჭოს წევრებს სხდომის გამართვიდან ორი კვირის განმავლობაში.

 

IV. საბჭოს ლიკვიდაცია

 10. საბჭოს ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.