“საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“

  • Word
“საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.10.003.000.054
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
55
09/07/2004
სსმ, 69, 10/07/2004
040.150.000.10.003.000.054
“საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/07/2004 - 27/05/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2004 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ 2004 წლის 11 თებერვლის საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობა ადგენს:

    მუხლი 1.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა აღრიცხვისა და მათი საქმიანობის საჯაროობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრი დანართის მიხედვით.

    მუხლი 2.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში შეტანას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის მეშვეობით.

    მუხლი 3.

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია:

ა) საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება.

2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას საქართველოს მთავრობის კანცელარია უზრუნველყოფს „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში.

    მუხლი 4.

სპეციალურ რეესტრში შეტანისას რეგისტრაციის ნომერში მიეთითება შემდეგი 3 რიცხვი, რომელთაგან:

ა) პირველი რიცხვი აღნიშნავს კონკრეტული სამინისტროს კოდს;

ბ) მეორე რიცხვი აღნიშნავს საქვეუწყებო დაწესებულების რიგით ნომერს;

გ) მესამე რიცხვი აღნიშნავს წელს.

    მუხლი 5.

სამინისტროს კოდებია:

განათლებისა და მეცნიერების – 01

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების – 02

ეკონომიკის – 03

ენერგეტიკის – 04

თავდაცვის – 05

ინფრასტრუქტურისა და განვითარების – 06

იუსტიციის – 07

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის – 08

ლტოლვილთა და განსახლების – 09

საგარეო საქმეთა – 10

სახელმწიფო უშიშროების – 11

სოფლის მეურნეობის – 12

ფინანსთა – 13

შინაგან საქმეთა – 14

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის – 15.

    მუხლი 6.

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციისას სპეციალური რეესტრის გრაფაში „შენიშვნა“ მიეთითება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გამოცემული ნორმატიული აქტის ნომერი, თარიღი და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

    მუხლი 7.

1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ორ კვირაში უზრუნველყოს მისი ძალაში შესვლამდე შექმნილი დაწესებულებების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალური რეესტრი

სახელმწიფო საქვეუწყებო

დაწესებულების დასახელება

რეგისტრაციის

რეგისტრაციის

თარიღი

ნორმატიული აქტის № და

გამოცემის თარიღი

შენიშვნა