დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 27/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №96
2009 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №69, მუხლი 618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობის კანცელარია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვეში.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
საქართველოს სამინისტროების კოდებია:
– განათლებისა და მეცნიერების – 01;
– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების – 02;
– ეკონომიკური განვითარების – 03;
– ენერგეტიკის – 04;
– თავდაცვის – 05;
– იუსტიციის – 07;
– კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის – 08;
– ლტოლვილთა და განსახლების – 09;
– საგარეო საქმეთა – 10;
– სოფლის მეურნეობის – 12;
– ფინანსთა – 13;
– შინაგან საქმეთა – 14;
– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის – 15;
– სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა – 16;
– რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის – 17.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები