,,საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 27/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.223
  • Word
89
27/05/2005
სსმ, 64, 27/05/2005
010.240.070.10.003.000.223
,,საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №55 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წელი, №69, მუხლი 618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია:

ა) საქართველოს კანონი;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;“.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.

სამინისტროების კოდებია:

– განათლებისა და მეცნიერების – 01

– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების – 02

– ეკონომიკური განვითარების – 03

– ენერგეტიკის – 04

– თავდაცვის – 05

– იუსტიციის – 07

– კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის – 08

– ლტოლვილთა და განსახლების – 09

– საგარეო საქმეთა – 10

– სოფლის მეურნეობის – 12

– ფინანსთა – 13

– შინაგან საქმეთა – 14

– შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის – 15.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი