სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ

  • Word
სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 9-10(41-42/11), 21/02/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
586
21/02/1997
პარლამენტის უწყებანი, 9-10(41-42/11), 21/02/1997
000000000.00.000.000000
სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (12/12/1997 - 12/06/1998)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ

 საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის ურთიერთვალდებულებების არსებული თანაფარდობის სრულყოფის, ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ყველა დონის ბიუჯეტის სტაბილური საშემოსავლო ბაზის ფორმირების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

მუხლი 1. განისაზღვროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  ბიუჯეტებში მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 1997-1999 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე 99 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1179-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ.,გვ.162

 

მუხლი 2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

ბიუჯეტში: დამატებული ღირებულების გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 1997-1999 წლებისათვის

– 30 პროცენტის (მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოებიდან მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადიდან – 40 პროცენტის) ოდენობით;

– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოებიდან მიღებული აქციზიდან ანარიცხის გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 1997-1999 წლებისათვის

– 40 პროცენტის ოდენობით;

– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოებიდან მიღებული საბაჟო გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 1997-1999 წლებისათვის – 40 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 3. განისაზღვროს ქ. თბილისის ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან (ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული საბაჟო ორგანოებიდან მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარდა) ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 1998-2000 წლებისათვის 15 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1179-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ.,გვ.162

 

მუხლი 4. განისაზღვროს მოგების და საშემოსავლო გადასახადიდან საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 1997-1999 წლებისათვის თითოეულ გადასახადზე 60 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1179-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ.,გვ.162

 

 მუხლი 5.

 1) ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონი „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ.“.

საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 21 თებერვალი

№586-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1179-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ.,გვ.162