„სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1435
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52(59), 31/03/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1435
12/06/1998
სსმ, 52(59), 31/03/1999
000000000.00.000.000000
„სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №9-10 (41-42/11), 15 მარტი, 1997 წელი):

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

განისაზღვროს ქ. ფოთის ბიუჯეტში:

ქ. ფოთის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონალური საბაჟო ორგანოებიდან მიღებული საბაჟო გადასახადიდან ანარიცხის გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 1998-2000 წლებისათვის 5 პროცენტის ოდენობით.

2. მე-2 მუხლის აბზაცები დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი               ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 12 ივნისი.

1435–II