დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/19 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 24/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110228013, 10/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.111.016061 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/03/2011 - 26/04/2012)
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №3/19
2011 წლის 24 თებერვალი
ქ. ფოთი
თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტისა და 12I მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” და „ტ” ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართი №1-ისა.
2. განისაზღვროს თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები:
ა) მოსახლეობისათვის (ფიზიკური პირებისათვის) ერთ სულზე 0.50 ლარი;
ბ) დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის, თანახმად დანართი №2-ისა.
3. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.
მუხლი 3
1. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებისა, ტრანსპორტირების, გაუვნებლების და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) და შესაბამისი ღონისძიებების გატარება განახორციელოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა, თანახმად დანართი №1-ისა.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას.
მუხლი 4.
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილება ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ”, გარდა თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტისა.
2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2009 წლის 28 იანვრის №1/4 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2011 წლის 1-ლი მარტიდან.
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1-ლი მარტიდან.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით წარმოშობილი ურთიერთობებისა.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი №1
თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საფუძველზე და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ფოთის (შემდგომშ ქალაქი ფოთი) ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებამოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ან/და საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად ინდივიდუალურ მეწარმეებთან და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმებისას მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.
5. მოსაკრებლის ამოღება (ადმინისტრირება) განახორციელოს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიამ ან/და საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.
6. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველ ქალაქ ფოთში ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შემოღების შემთხვევაში, ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება ხორციელდება ადმინისტრატორსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთს (თვითმმართველი ერთეული) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
1. მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ინდივიდუალური მეწარმე, საბიუჯეტო ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ ქალაქ ფოთის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლის ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობების მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელი შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ქალაქ ფოთის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (ან მოსარგებლეზე) რომლის საკუთრებაშიც (სარგებლობაშიც) წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. ქალაქ ფოთის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას ამონაწერს შესაბამისი მონაცემებით იძლევა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახური ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირი.
8. მესაკუთრე (მოსარგებლე) ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
9. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
10. მესაკუთრის (ან მოსარგებლის) შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ (ან მოსარგებლემ) მოსაკრებლის დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
11. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან
გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეჭირვებული მოსახლეობა კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 57 000 ქულაზე), ხოლო კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სარგებლობენ 10%-იანი შეღავათით.
4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ ფოთში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
5. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულელებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ქალაქ ფოთში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
9. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ქალაქ ფოთიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მომართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
10. სახელმწიფო ორგანოები და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50 %-იანი შეღავათებით.
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა
დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში.
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ფოთის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიას ან/და საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
| № | სამეწარმეო საქმიანობა | ზომის | ნარჩენების | მოსაკრებლის |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები | საერთო | 0,016 | 0,02 |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული, | საერთო | 0,12 | 0,15 |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო | საერთო | 0,2 | 0,25 |
| 4 | კინოთეატრები, თეატრები | მაყურებლის ერთი | 0,2 | 0,25 |
| 5 | მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა | მომსახურების ერთი | 0,08 | 0,1 |
| 6 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, | ერთ მოსწავლეზე | 0,04 | 0,05 |
| 7 | სასტუმროები | მომსახურების | 1,6 | 2,0 |
| 8 | საავადმყოფოები | ერთი საწოლი | 0,8 | 1,0 |
| 9 | პოლიკლინიკები, სამედიცინო | საერთო | 0,08 | 0,1 |
| 10 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი | ღია | 0,004 | 0,005 |
| დახურული | 0,016 | 0,02 | ||
| 11 | სასურსათო, სამრეწველო, შერეული | სამუშაო ფართის 1მ2 | 0,32 | 0,4 |
| 12 | აფთიაქები | საერთო | 0,4 | 0,5 |
| 13 | აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და | საერთო | 0,24 | 0,3 |
| 14 | შერეული საქონლის ბაზრობები | საერთო | 0,208 | 0,26 |
| 15 | ავტოსადგომები და საწყობები | საერთო | 0,016 | 0,02 |
| 16 | მაცივრები | საერთო | 0,016 | 0,02 |
| 17 | ავტოგასამართი და თხევადი აირით | სამუშაო | 0,24 | 0,3 |
| 18 | მანქანის საჩვენებელი და | ღია საერთო | 0,04 | 0,05 |
| დახურული საერთო | 0,08 | 0,1 | ||
| 19 | ავტომანქანების სარემონტო სადგურები, | ღია საერთო | 0,02 | 0,025 |
| დახურული საერთო | 0,136 | 0,17 | ||
| 20 | აბანოები, საუნები | საერთო | 0,12 | 0,15 |
| 21 | სადალაქოები და სილამაზის სალონები | საერთო | 0,24 | 0,3 |
| 22 | მცირე სამეწარმეო საქმიანობა | საერთო | 0,248 | 0,31 |
| 23 | რესტორნები, პიცერიები, სასადილოები | ერთ დასაჯდომ | 0,8 | 1,0 |
| 24 | საბანკეტო დარბაზები სარიტუალო | ერთ დასაჯდომ | 0,24 | 0,3 |
| 25 | საცხობები | საერთო | 0,256 | 0,32 |
| 26 | დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, | საერთო | 0,36 | 0,45 |
| 27 | ვაგზლები, აეროპორტი, რკინიგზის და | ღია | 0,008 | 0,01 |
| დახურული | 0,08 | 0,1 | ||
| 28 | ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი | საერთო | 0,008 | 0,01 |
| 29 | სამხედრო ნაწილები და პენ
იტენცია
რუ
ლი | ერთი ადგილი | 0,24 | 0,3 |
| 30 | საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები | სამუშაო | 0,008 | 0,01 |
| 31 | სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო პროდუქციის გარდა) | საერთო | 0,04 | 0,05 |
| 32 | წისქვილები | საერთო | 0,04 | 0,05 |
|
|
|
|
|
|
| მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: | ||||
| M=N x C x K:12 | ||||
| N – | ნარჩენების დაგროვების წლიური ნორმა |
|
| |
| C – | მოსაკრებლის 1 მ3 ნარჩენების გატანა-გადამუშავება (C=15 ლარი) |
| ||
| K – | ზომის ერთეული (1მ2, ერთი საწოლი ერთი მოსწავლე და ა.შ.) |
| ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: A=M x B | ||||
| A – | ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი) |
| ||
| M – | მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) |
|
| |
| K – | ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ) | |||
დანართი №3
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა
| დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ქვითარი
აბონენტის კოდი N - - - - - - - - - - - - - აბონენტი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 20 -- წ - - - - - - - - - - - - - - - - სულადობა: - - - - - - - - - - გასული პერიოდის დავალიანება: - - - - ლარი სულ გადასახდელი: - - - - - - ლარი
საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 000000000, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 00000000, დასუფთავების მოსაკრებელი 000000000 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები