„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13/15
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 26/06/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016205
13/15
26/06/2014
ვებგვერდი, 02/07/2014
210020010.35.111.016205
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
 
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №13/15

2014 წლის 26 ივნისი

ქ. ფოთი

   ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის ფოთის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში  (ვებგვერდი, 110228013, 10/03/2011 სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016061), კერძოდ: დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოსახლეობისათვის (ფიზიკური პირებისათვის) ერთ სულზე - 50 თეთრი, ამავდროულად ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა