„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/17
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი 28/06/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.111.016166
10/17
28/06/2013
ვებგვერდი, 05/07/2013
210020010.35.111.016166
„თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №10/17

2013 წლის 28 ივნისი

ქ. ფოთი

 

,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და 12I მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებაში (სსმ 10/03/2011 კოდი 210020010.35.111.016061)б კერძოდ:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. განისაზღვროს თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები:

ა) მოსახლეობისათვის (ფიზიკური პირებისათვის) ერთ სულზე - 0.50 თეთრი, ამავდროულად ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;
ბ) დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის - 15 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე”.
2. მე-2 მუხლს დაემატოს  3 I  პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3I. დამტკიცდეს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის ნარჩენების დაგროვების ნორმა თანახმად დანართი №2-ისა“.

 

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლების და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ასევე დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან, თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არაა გათვალისწინებული“.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/19 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში (თვითმმართველ ქალაქ ფოთში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია), კერძოდ:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენის დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობების მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.“.

2. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მესაკუთრე (მოსარგებლე) ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.“.

3. მე-3 მუხლს დაემატოს  მე-12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12 მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება შემდეგნაირად:

A=15*N*K :12,

სადაც:

A - მოსაკრებელი განაკვეთი თვეში;

N - ნარჩენების დაგროვების ნორმა წელიწადში;

K - მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება.“.

4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ წარმოექმნებათ ნარჩენი ერთხელ მაინც კალენდარული თვის მანძილზე. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულელებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად..

5. მე-4 მუხლს დაემატოს მე-5 I  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5I. საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს,  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან“.

6. მე-4 მუხლს დაემატოს მე-12 და მე-13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება თვითმმართველ ქალაქ ფოთში მცხოვრები  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.“.

,,13. მოსაკრებლის განაკვეთის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთების (ქრონომეტრაჟის და ტენდენციების) საფუძველზე“.

 

7. მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა

 დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გარდა პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობებისა.

 

 


თავმჯდომარის პირველი მოადგილემაგდალინა მენაბდე



დანართი №2
ნარჩენების დაგროვების ნორმა

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის


სამეწარმეო საქმიანობა

(მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება - K)

ნარჩენების
წლიური
დაგროვების
ნორმა 1მ3  – N

 

1

2

3

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (1 მ2)

0,016

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული, სახელმწიფო

ორგანიზაციები (1 მ2)

0,12

3

ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები,

ინტერნეტკაფე (1 მ2)

0,2

4

კინოთეატრები, თეატრები (მაყურებლის ერთი სავარძელი)

0,2

5

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, ბაგა-ბაღები (მომსახურების ერთი ადგილი)

0,08

6

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ერთ მოსწავლეზე)

0,04

7

სასტუმროები (ერთ საწოლზე)

1,6

8

საავადმყოფოები (ერთ საწოლზე)

0,8

9

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები,
ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (1 მ2)

0,08

10

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები –  ღია ტერიტორიები (1 მ2)

0,004

11

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები – დახურული  ტერიტორიები (1 მ2)

0,016

12

სასურსათო, სამრეწველო, შერეული საქონლის მაღაზიები და სავაჭრო დარბაზები (სუპერმარკეტები) (1 მ2)

0,32

13

აფთიაქები (1 მ2)

0,4

14

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები (1 მ2)

0,24

15

შერეული საქონლის ბაზრობები (1 მ2)

0,208

16

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე   (1 მ2)

0,016

17

მაცივრები (1 მ2)

0,016

18

ავტოგასამართი და თხევადი აირით გასამართი სადგურები     (1 მ2)

0,24

 

1

2

3

19

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ადგილები – ღია  (1 მ2)

0,04

20

მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ადგილები – დახურული  (1 მ2)

0,08

21

ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ვულკანიზაციები, ავტოსამრეცხაოები – ღია (1 მ2)

0,02

22

ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ვულკანიზაციები,

ავტოსამრეცხაოები–დახურული (1 მ2)

0,136

23

აბანოები, საუნები (1 მ2)

0,12

24

სადალაქოები და სილამაზის სალონები (1 მ2)

0,24

25

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე
წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები (1 მ2)

0,248

26

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები კაფეები და ბარები

(ერთ ადგილზე)

0,8

27

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის (ერთ ადგილზე)

0,24

28

საცხობები (1 მ2)

0,256

29

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები (1 მ2)

0,36

30

ვაგზლები, აეროპორტი, რკინიგზის და საავტომობილო

სადგურები – ღია (1 მ2)

0,008

31

ვაგზლები, აეროპორტი, რკინიგზის და საავტომობილო

სადგურები  – დახურული (1 მ2)

0,08

32

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები ატრაქციონები (1 მ2)

0,008

33

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები

(ერთი ადგილზე)

0,24

34

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი (1 მ2)

0,008

35

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები, გარდა საწარმოო პროდუქციისა  (1 მ2)

0,04

36

წისქვილები (1 მ2)

0,04