ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

  • Word
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110223005, 02/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.118.016020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
05
22/02/2011
ვებგვერდი, 110223005, 02/03/2011
200130000.35.118.016020
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2011 - 18/03/2011)

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №05

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე, 204-ე მუხლების, აგრეთვე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი წლიური სახაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1.  შემოღებულ იქნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი 1-ის შესაბამისად.

2.  ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

3.  დადგენილება შეიძლება გასაჩივრედეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

4.  ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 14 მაისის 19 დადგენილება.

5.  ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე          შ. ჯაფარიძე

დანართი1

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის

1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე -3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს 3-ჯერ.

2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება :

ა) საწარმოებზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

3. საწარმოს/ ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზეც გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით 1 %-ის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლის ქონების ღირებულებად ითვლება, აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

    მუხლი 2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისთვის

1.  ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა)  100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახისთვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით;

ბ)  100000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-ის ოდენობით.

 მუხლი 3. ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: 

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

 

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

წლიური განაკვეთი (ლარი/ჰა)

 

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

 

 

 

სათიბები

საძოვრები

ონის მუნიციპალიტეტი

3.75

2.25

20

16

 

ბ) სხვა მიწებისათვის:

 

 

ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება

წლიური განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

ონის მუნიციპალიტეტი

56

51

    მუხლი 4. ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ქონების გადასახადი წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონის დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში

წლიური გადასახადის განაკვეთი 1კვ.მ-ზე ლარებში (2X3)

1

2

3

4

ქ.ონი

 

0.28

0.24

0.0672

ონის მუნიციპალიტეტის სოფლები

0.14

0.24

0.0336

სოფლებს შორის არეალი

0.07

0.24

0.0168

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკურორტო ადგილები (უწერა, გლოლა, შოვი)

0.14

0.24

0.0336