დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110510029, 17/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.118.016037 |
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 24
2011 წლის 6 მაისი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №5 დადგენილებაში (სსმ ვებპორტალი 02/03/2011), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბებზე (გაკულტურებული და გაუკულტურებელი) – 3.75 ლარი;
ბ) საძოვრებზე (გაკულტურებული და გაუკულტურებელი) – 2.25 ლარი;
გ) საკარმოდამო, სახნავ და სხვა მიწის ნაკვეთებზე (კარგი და მწირი) – 56 ლარი;”.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ საგადასახდო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები