"ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110404042, 06/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.118.016032
  • Word
18
01/04/2011
ვებგვერდი, 110404042, 06/04/2011
200130000.35.118.016032
"ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18     

2011 წლის 1 აპრილი

ქ. ონი

,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის 05 დადგენილებაში (სსმ ვებპორტალი 02/03/2011), კერძოდ

ა) დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:  

ა) საკარმოდამო მიწის ნაკვეთებზე 56 ლარი;

ბ) საძოვრებზე 2.25 ლარი;

გ) სახნავი მიწებზე 56 ლარი;

დ) სათიბებზე 3.75 ლარი;

2. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს 25 ლარს.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს 3 ლარს.”.

 ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი.

    ,,მუხლი 6. გადასახადისგან გათავისუფლება

ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე