ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110222024, 01/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016023
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
15/02/2011
ვებგვერდი, 110222024, 01/03/2011
200130000.35.134.016023
ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/03/2011 - 25/03/2011)

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №4

2011 წლის 15 თებერვალი

დ. ქედა   

ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 202-ე, 204-ე, 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 394-ე დადგენილების შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებული იქნას ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

3. განისაზღვროს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2 -ის შესაბამისად.

4. განისაზღვროს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 3 -ის შესაბამისად.

5. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 3000 კვ.მ, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 1000 კვ.მ ოდენობით;

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 50 კვ.მ, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 30 კვ.მ ოდენობით;

გ) ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №8 დადგენილება.

7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე         . დიასამიძე

დანართი 1

ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები

 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1%-ის ოდენობით.

4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

დანართი 2

სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

 

მიწის ხარისხი და კატეგორია

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე (ლარებში)

1

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწა

60

 

2

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მწირი ხარისხის მიწა

52

3

ბუნებრივი სათიბები

16

4

ბუნებრივი საძოვრები

10

5

გაკულტურებული სათიბები

19

6

გაკულტურებული საძოვრები

15

 

დანართი 3

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე და განისაზღვრება წელიწადში 1მ2-ზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

ზონების დასახელება

ტერიტორი-

ული კოეფიციენტი

გადასახადის საბაზისო განაკვეთი 1მ2-ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ2-ზე (ლარებში)

1

დაბა ქედის ტერიტორიაზე

1.5

0.24

0.36

2

„საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრი არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

 

 

1.2

 

 

0.24

 

 

0.29

3

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებებში (გარდა დაბა ქედისა)

1.0

0.24

0.24

4

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ დასახლებათა შორის არეალებში

 

0.5

 

0.24

 

0.12