„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401039, 05/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016027
  • Word
8
25/03/2011
ვებგვერდი, 110401039, 05/04/2011
200130000.35.134.016027
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2011 წლის 25 მარტი

დ. ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  15 თებერვლის  №4 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 202-ე,  204-ე, 206-ე მუხლების, ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“

ბ)  დადგენილების მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №8 დადგენილება.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          ბ. დიასამიძე