„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110415002, 19/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.134.016030
  • Word
11
08/04/2011
ვებგვერდი, 110415002, 19/04/2011
200130000.35.134.016030
„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2011 წლის 8 აპრილი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.„ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 თებერვლის 4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 და დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალსართულიან (მრავალბინიანი) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

დ) ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.“.

2. ეს დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე         . დიასამიძე

დანართი 2

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

მიწის ხარისხი და კატეგორია

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე (ლარებში)

1

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული კარგი ხარისხის მიწა

60

 

2

სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მწირი ხარისხის მიწა

60

3

ბუნებრივი სათიბები

19

4

ბუნებრივი საძოვრები

15

5

გაკულტურებული სათიბები

19

6

გაკულტურებული საძოვრები

15

7

საკარმიდამო მიწები

60

8

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე

20

9

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე

3

დანართი 3

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

1. საწარმოს, ორგანიზაციის ან/და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე და განისაზღვრება წელიწადში 1მ2-ზე გაანგარიშებით, ლარებში.

2. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიულკოეფიციენტი განისაზღვროს 1-თ.

3. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ქონების წლიური გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.