განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 080060010.22.038.016031
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
29
22/02/2011
ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
080060010.22.038.016031
განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/2011 - 22/04/2014)

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

 

ბრძანება №2 9

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლი და საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე

 

განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლი და საქმიანობის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმია. ამ პროგრამაში სოციალური მუშაკის მონაწილეობა მიზნად ისახავს არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებების, მისი უნარების და სოციალური გარემოს შესწავლას, რაც საფუძვლად უდევს განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების პირობების შემუშავებას. სოციალური მუშაკის საქმიანობა მიზნად ისახავს არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს. სოციალური მუშაკი ეხმარება არასრულწლოვანს სოციალურ ინტეგრაციაში, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.

    მუხლი 2. განრიდებისა და მედიაციის პრინციპები

1. ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშე ობა  – არასრულწლოვნის ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მაქსიმალურად ხშირად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივების გამოყენება. თუ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლ ბად მძიმე დანაშაული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემიდან მის განრიდებას.

2. ნებაყოფლობითობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რა დროსაც არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს. დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები უფლებამოსილი არიან განრიდების/მედიაციის პროცესში მონაწილე ბაზე უარი თქვან ნებისმიერ ეტაპზე.

3. პროპორციულობა – არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. პროპორციული ღონისძიების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულწლოვნის ასაკი და სხვა პირადი გარემოებები, ასევე ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე.

4. კონფიდენციალურობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით სხვა წესი არ არის განსაზღვრული.

5. სტიგმატიზაციის დაუშვებლობა – შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვნის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე.

6. არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება – გადაწყვეტილება არასრულწლოვნის განრიდების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვნის ინტერესს. აქ უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება არასრულწლოვნის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი და ა. შ.

    მუხლი 3. სოციალური მუშაკი

სოციალური მუშაკი არის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) სისტემის თანამშრომელი , რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება სოციალურ ან სხვა სფეროში და ამავდროულად გავლილი აქვს გრძელვადიანი ტრენინგი სოციალურ მიმართულებით .

    მუხლი 4. განრიდებისა და მედიაციის მართვის ეტაპები და სოციალური მუშაკის საქმიანობა

1. განრიდების პროცესში ერთვება სააგენტოს სოციალური მუშაკი მას შემდეგ, რაც პროკურორი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ და არსებობს არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა განრიდებაში მონაწილეობის თაობაზე .

2. განრიდების თაობაზე წერილობით მომართვას პროკურორისგან იღებს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი. საქმე წარმოებაში გადაეცემა იმ სოციალურ მუშაკს, რომელსაც მოცემული დროისთვის გააჩნია ყველაზე ნაკლები აქტიური (მიმდინარე) შემთხვევა.

3. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მუშაკი იცნობს არასრულწლოვანს ან მის ოჯახის წევრ და აქედან გამომდინარე, არ შეუძლია შეინარჩუნოს ობიექტურობა კონკრეტული შემთხვევის ფარგლებში, მაშინ ამ ფაქტს იგი აცნობებს პრობაციის ბიუროს უფროსს და არასრულწლოვნის საქმე გადაეცემა სხვა სოციალურ მუშაკს.

4. პრობაციის ბიუროს უფროსი წერილობით/ ტელეფონით აცნობებს პროკურორს, თუ რომელ სოციალურ მუშაკს დაევალა მოცემულ შემთხვევაზე მუშაობა და მიეწოდება შემთხვევაზე მომუშავე სოციალური მუშაკის საკონტაქტო მონაცემები .

5. სოციალური მუშაკი პროკურორის მომართვისა და საქმის მისთვის წარმოებაში გადაცემის შემდეგ ხვდება შესაბამის პროკურორს, ხოლო პროკურორთან შეხვედრიდან 3 დღის ვადაში აწყობს არასრულწლოვანს და მის მშობლებთან შეხვედრას , რათა განუმარტოს მათი სამომავლო თანამშრომლობის ეტაპები და მისი, როგორც სოციალური მუშაკის, როლი და მოვალეობები განრიდების სისტემაში.

6. თუ არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი გამოთქვამენ თანხმობას სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობის შესახებ, მაშინ სოციალური მუშაკი იწყებს არასრულწლოვნის პირველად ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას; ხოლო თუ არასრულწლოვანი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი აცხადებენ უარს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობაზე, მაშინ სოციალური მუშაკი განუმარტავს მათ, რომ აღნიშნულის თაობაზე ეცნობება შესაბამის პროკურორ , რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

7. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის პირველადი ბიოფსიქოსოციალური შეფასებ დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს პროკურორთან შეხვედრიდან 5 დღის ვადაში აწვდის პროკურორს. ეს პერიოდი მოიცავს არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან 2 ან 3 შეხვედრას. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას 5-დღიანი ვადა პროკურორის გადაწყვეტილებით გრძელდება ორ კვირამდე.

8. პირველადი ბიოფსიქოსოციალური შეფასების ფარგლებში სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის საჭიროებების, რისკების და უნარების შესახებ მოკლე ინფორმაციას იღებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური განვითარების, განათლებისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ . სოციალური მუშაკი ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით და საკუთარი დაკვირვებებ ის შედეგად ავსებს პირველადი შეფასების ფორმას.

9. პირველადი ბიოფსიქოსოციალური შეფასების საფუძველზე მომზადებული მოკლე დასკვნა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობების ჩამონათვალი პროკურორისთვის წარდგენიდან 5 დღის ვადაში ერთობლივად განიხილება სოციალური მუშაკისა და პროკურორის მიერ . ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობები უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვნის უნარებს და საჭიროებებს. პირველადი შეფასების და რეკომენდაციების განხილვის შემდეგ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, პროკურორის მიერ მიიღება გადაწყვეტილება დასრულდეს თუ არა შეფასება ამ ეტაპზე, თუ ჩატარდეს არასრულწლოვანის სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასება.

10. პირველადი ბიოფსიქოსოციალური შეფასების პროცესში შეიძლება გამოვლინდეს სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების საჭიროება. ამგვარი შეფასების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, არასრულწლოვნის პიროვნების ან საქმის სირთულის გათვალისწინებით.

11. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს სოციალური მუშაკი 2 კვირის ვადაში აწვდის შესაბამის პროკურორს.

12. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასება მოიცავს სრულფასოვანი და დეტალური ინფორმაციის მოძიებას არასრულწლოვნის საჭიროებების, რისკების და უნარების შესახებ შემდეგი სფეროებიდან: არასრულწლოვნის ფიზიკური მდგომარეობა , ფსიქოემოციური და ქცევითი განვითარება, განათლება, სოციალური უნარ-ჩვევები და ინტერესები. სოციალური მუშაკი ახორციელებს აგრეთვე არასრულწლოვნის ოჯახის და სოციალური გარემოს რესურსების და რისკების შეფასებას.

13. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასება ხორციელდება არასრულწლოვანთან, მისი ოჯახის წევრებთან და მასთან დაკავშირებული სოციალური გარემოს სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუების მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი შეფასების პროცესში არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან შეთანხმებით რთავს სხვადასხვა პროფესიონალს (პედაგოგი, ფსიქოლოგი, ექიმი, ფსიქიატრი და სხვა). სოციალურ მუშაკებს გააჩნიათ იმ პროფესიონალების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც შეიძლება ჩაერთოს არასრულწლოვნის შეფასების პროცესში.

14. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების პროცესში ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული პირების ჩართვის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი იღებს წერილობით ინფორმაციას მათგან, რასაც თან ურთავს შეფასებას.

15. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასება სოციალური მუშაკის მიერ ძირითიდად მოიცავს 6-8 ვიზიტს/შეხვედრას როგორც არასრულწლოვანთან და მის ოჯახის წევრებთან, აგრეთვე სხვადასხვა პროფესიონალთან.

16. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების დასრულების შემდეგ სოციალური მუშაკი დასკვნის სახით განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებს, უნარებს და რისკებს, რის შემდეგაც რეკომენდაციის სახით ადგენს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ხელშეკრულების პირობების შედგენისას.

17. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგად მიღებულ რეკომენდაციებში სოციალურმა მუშაკმა შეიძლება გაითვალისწინოს არასრულწლოვნის ოჯახის წევრების ჩართვაც, რათა მოხდეს არასრულწლოვნის მიერ პირობების შესრულება, მის მიერ დროის სწორად გამოყენება ან რთული ქცევის მართვა.

 19. სრული ბიოფსიქოსოციალური შეფასების დასრულების შემდეგ, პროკურორი და სოციალური მუშაკი ერთობლივად განიხილავენ ბიოფსიქოსოციალური შეფასების დასკვნასა და რეკომენდებულ ღონისძიებებს.

20. პროკურორი სოციალური მუშაკის რეკომენდაციების გათვალისწინებით და მასთან კონსულტაციების შედეგად ადგენს ხელშეკრულების პირობებს და მოქმედების ვადას.

21. სოციალურმა მუშაკმა ხელშეკრულების პირობებში არ უნდა შეიტანოს ისეთი ღონისძიებები, რაც აღემატება არასრულწლოვნის უნარებს და აგრეთვე არ უნდა იყოს ეს ღონისძიებები დაკავშირებული სხვა პირების პასუხისმგებლობასთან.

22. განრიდების ხელშკრულების მომზადების ეტაპზე, თუ დაზარალებული თანახმაა მედიაციაში მონაწილეობაზე, რაც გულისხმობს არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესს, ან არ აქვს მის მიმართ მკვეთრად ნეგატიური პოზიცია, შესაძლებელია მომზადდეს განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება.

23. განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულებაში დამატებით მონაწილეობს დაზარალებული და მედიატორი. მედიატორი ასრულებს შუამავლის როლს არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის, რომლის მიზანია მათი შერიგება. მედიატორის შერჩევას უზრუნველყოფს სოციალური მუშაკი, რომელიც სპეციალური პროცედურის გათვალისწინებით, მხარეებს შესაძლებლობას აძლევს თავად აირჩიონ მათთვის ყველაზე მისაღები მედიატორი. მედიატორის არჩევისას სოციალური მუშაკი მხარეებს განუმარტავს, რომ მედიატორსა და მხარეებს შორის არ უნდა არსებობდეს ნათესაური, მეგობრული და/ან პროფესიული კავშირი, რომელიც დაარღვევს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპს.

24. განრიდების/განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების არასრულწლოვნისათვის და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის გაცნობისა და ხელმოწერის შემდეგ, სოციალური მუშაკი ეხმარება არასრულწლოვანს, რომ გაიწეროს თითოეული აქტივობა დროის და ჩართული პირების მიხედვით. ამ პროცესში ჩართულნი არიან არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი და ოჯახის სხვა წევრები.

25. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების დეტალურ გეგმას სოციალური მუშაკი გადასცემს არასრულწლოვანს, განუმარტავს მას ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის პროცესს და მათი ყოველთვიური შეხვედრების მნიშვნელობას. საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ეხმარება არასრულწლოვანს შესაბამის პროგრამებში ჩართვაში.

    მუხლი 5. განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი

 1. განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სოციალური მუშაკი. მონიტორინგ ტარდება ყოველთვიურად ხელშეკრულების დასრულებამდე.

 2. საჭიროების შემთხვევაში სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს ახდენს უფრო ინტენსიურად. არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა მონიტორინგს დაესწროს მისი კანონიერი წარმომადგენელი.

3. მონიტორინგის განსახორციელებლად სოციალური მუშაკი ხვდება არასრულწლოვანს მინიმუმ თვეში ერთხელ, რათა ორივემ ერთად შეაფასონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა . ამ პროცესში ხდება არასრულწლოვნის მიერ მიღწეული შედეგების განხილვა , შესაბამის პროგრამებში მონაწილეობის ეფექტურობის განსაზღვრა და ამ პროცესში არასარულწლოვნისათვის სხვა პირთა მიერ აღმოჩენილი დახმარების ფარგლები.

4. ხელშეკრულების რომელიმე პირობის არასრულწლოვნის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი და არასრულწლოვანი განიხილავენ ხელისშემშლელ ფაქტორებს და მათ ხასიათს .

5. თუ არასრულწლოვ ნი არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს ყოველგვარი სარწმუნო დასაბუთების გარეშე, მაშინ სოციალური მუშაკი ამ ფაქტს აცნობებს შესაბამის პრობაციის ბიუროს უფროსს და პროკურორს, რომელიც იღებს კანონდებლობით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

 6. ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკი თვეში ერთხელ წარუდგენს პროკურორს შესაბამის ანგარიშს .

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა მოიცავდეს: არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების თითოეული პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შესრულების მონაცემებს; ხელშეკრულების რომელიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამის მიზეზებს და მათ განმარტებას.

8. არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების რომელიმე პირობის შეუსრულებლობა შესაძლოა განპირობებული იყოს ობიექტური მიზეზებით გარკვეული პროგრამის დახურვა ან სავალდებულო აქტივობის შესრულების ობიექტური ბარიერები. ამ შემთხვევაში სოციალურმა მუშაკმა და პროკურორმა შეიძლება მოახდინონ ხელშეკრულების პირობების შესწორება და კონკრეტული სავალდებულო პირობის/პირობების ჩანაცვლება ახალი ადე ვატური პირობით/პირობებით.

9. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა ხდება ხელშემკვრელ მხარეთა თანხმობით .

10. ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სოციალური მუშაკი წარუდგენს საბოლოო ანგარიშს პროკურორს, რომელშიც საერთო პროგრესის გარდა უნდა იყოს მითითებული, რამდენად აღმოიფხვრა არასრულწლოვნის მიერ ხელმეორე დანაშაულის ჩადენის რისკი. საბოლოო შეფასებას წინ უძღვის სოციალური მუშაკის შეხვედრა არასრულწლოვანთან და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიღწეული შედეგების განხილვა.

11 . ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არასრულწლოვნის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა არ წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძველს.

    მუხლი 6. განრიდებისა და მედიაციის შესახებ საქმისწარმოების ჩანაწერების შენახვა და კონფიდენციალურობა

სოციალური მუშაკი განრიდება და მედიაციასთან დაკავშირებულ საქმიწარმოების ჩანაწერებს ინახავს პრობაციის შესაბამისი ბიუროს ოფისში, სათანადოდ დაცულ ადგილას . ამ ჩანაწერების შენახვის ხანგრძლივობა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით .

    მუხლი 7. განრიდებისა და მედიაციის პროცესში სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

1. განრიდებისა და მედიაციის პროცესში სოციალური მუშაკი, საჭიროების მიხედვით, თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი არის მზრუნველობას მოკლებული ან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ სოციალური მუშაკი შესაბამისი პროკურორისა და პრობაციის ბიუროს უფროსის თანხმობით, გადაამისამართებს არასრულწლოვანს შესაბამის სამსახურში.