საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016633
39
18/04/2016
ვებგვერდი, 19/04/2016
100110000.22.038.016633
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №39

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანება (სსმ, 080060010.22.038.016031, 25/02/2011);

ბ) „სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 2 თებერვლის №19 ბრძანება (სსმ, 100110000.22.038.016095, 10/02/2012);

გ) „არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რისკის, რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №67 ბრძანება (სსმ,100110000.22.038.016482, 06/07/2015).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი