დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის № 29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080060010.22.038.016409 |
|
,,განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №29 ბრძანებაში (სსმ, 080060010.22.038.016031, 25/02/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11 დამტკიცდეს „არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალური შეფასების, დასკვნისა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობების ფორმა" N1 დანართის, „ხელშეკრულების შესრულების ყოველთვიური ანგარიშის ფორმა" N2 დანართის და „ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიშის ფორმა" N3 დანართის შესაბამისად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. განრიდების თაობაზე წერილობით მომართვას პროკურორისგან იღებს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც მომართვის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საქმეს წარმოებაში გადასცემს იმ სოციალურ მუშაკს, რომელსაც მოცემული დროისთვის გააჩნია ყველაზე ნაკლები აქტიური (მიმდინარე) შემთხვევა.“. ბ) მე-5 – მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სოციალური მუშაკი პროკურორის მომართვისა და საქმის მისთვის წარმოებაში გადაცემის შემდეგ ხვდება შესაბამის პროკურორს, ხოლო პროკურორთან შეხვედრიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწყობს არასრულწლოვანსა და მის მშობლებთან შეხვედრას, რათა განუმარტოს მათი სამომავლო თანამშრომლობის ეტაპები და მისი, როგორც სოციალური მუშაკის, როლი და მოვალეობები განრიდების სისტემაში. 6. თუ არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი გამოთქვამენ თანხმობას სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობის შესახებ, მაშინ სოციალური მუშაკი იწყებს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას, ხოლო თუ არასრულწლოვანი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობაზე, მაშინ სოციალური მუშაკი განუმარტავს მათ, რომ აღნიშნულის თაობაზე ეცნობება შესაბამის პროკურორს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 7. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას, შეფასების საფუძველზე შემუშავებულ დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს საქმის წარმოებაში მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აწვდის პროკურორს. ეს პერიოდი მოიცავს არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან არანაკლებ ერთ და არაუმეტეს 3 შეხვედრას. წერილობითი დასაბუთების საფუძველზე, ობიქტური მიზეზის არსებობისას, 10-დღიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს პროკურორის გადაწყვეტილებით ხელისშემშლელი გარემოების აღმოფხვრამდე. 8. ბიოფსიქოსოციალური შეფასების ფარგლებში სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის საჭიროებების, რისკების და უნარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური განვითარების, განათლებისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. სოციალური მუშაკი ინფორმაციის წყაროზე დაყრდნობით და საკუთარი დაკვირვებების შედეგად ავსებს ბიოფსიქოსოციალური შეფასების ფორმას, რომელიც მოიცავს არასრულწლოვანის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) ზოგადი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ; ბ) კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ; გ) ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ემოციური, კოგნიტური განვითარების და ქცევითი თავისებურებების შესახებ; ე) განათლების, პროფესიული მომზადების, სპორტული საქმიანობისა და სამუშაო გამოცდილეების შესახებ; ვ) ოჯახისა და საცხოვრებელი გარემოს შესახებ; ზ) სოციალური ქსელისა და ურთიერთობების შესახებ. 9. ბიოფსიქოსოციალური შეფასება, შეფასების საფუძველზე მომზადებული დასკვნა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობების ჩამონათვალი პროკურორისთვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ერთობლივად განიხილება სოციალური მუშაკისა და პროკურორის მიერ. ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობები უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვნის უნარებს და საჭიროებებს. შეფასებისა და რეკომენდაციების განხილვის შემდეგ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, პროკურორის მიერ მიიღება გადაწყვეტილება შეფასების დასრულების შესახებ.“. გ) მე-10 – მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს. დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. ბიოფსიქოსოციალური შეფასება ხორციელდება არასრულწლოვანთან, მისი ოჯახის წევრებთან და მასთან დაკავშირებული სოციალური გარემოს სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუების მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი შეფასების პროცესში არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან შეთანხმებით რთავს სხვადასხვა პროფესიონალს (პედაგოგი, ფსიქოლოგი, ექიმი, ფსიქიატრი და სხვა). სოციალურ მუშაკებს გააჩნიათ იმ პროფესიონალების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც შეიძლება ჩაერთოს არასრულწლოვნის შეფასების პროცესში.“. ე) მე-14 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს. ვ) მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,16. ბიოფსიქოსოციალური შეფასების დასრულების შემდეგ სოციალური მუშაკი დასკვნის სახით განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებს, უნარებს და რისკებს, რის შემდეგაც რეკომენდაციის სახით ადგენს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ხელშეკრულების პირობების შედგენისას. 17. ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგად მიღებულ რეკომენდაციებში სოციალურმა მუშაკმა შეიძლება გაითვალისწინოს არასრულწლოვნის ოჯახის წევრების ჩართვაც, რათა მოხდეს არასრულწლოვნის მიერ პირობების შესრულება, მის მიერ დროის სწორად გამოყენება ან რთული ქცევის მართვა.“. ზ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. თუ არასრულწლოვანი არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს ყოველგვარი სარწმუნო დასაბუთების გარეშე, მაშინ სოციალური მუშაკი ამ ფაქტს აცნობებს პროკურორს, რომელიც იღებს კანონდებლობით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი არის მზრუნველობას მოკლებული ან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ სოციალური მუშაკი შესაბამისი პროკურორისა და სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსის თანხმობით, გადაამისამართებს არასრულწლოვანს შესაბამის სამსახურში.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალური შეფასების, დასკვნისა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობების ფორმა
|
შეფასების მიზეზი განრიდება განრიდება მედიაციით
მომართვის წყარო: პროკურატურა ( დააკონკრეტეთ რომელი რაიონის)
სოციალური მუშაკი/პრობაციის ოფიცერი: განხორციელებული ვიზიტების/კონტაქტების რაოდენობა: საკონტაქტო პირი/ინფორმაციის წყარო: შეფასების დაწყების თარიღი: შეფასების დასრულების თარიღი:
I. ზოგადი დემოგრაფიული ინფორმაცია
II ინფორმაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ 2.1. აღმკვეთი ღონისძიების სახე:
2.2. ჩადენილი ქმედების მოკლე აღწერილობა:
(მუხლი,ოფიციალური ინფორმაცია დანაშაულებრივი ქცევის შესახებ)
III არასრულწლოვანის ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა
შეჯამება (არასრულწლოვანის ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობის მდგომარეობა- III თავი)
IV არასრულწლოვანის ემოციური, კოგნიტური განვითარება და ქცევითი თავისებურებანი
მავნე ჩვევებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება
სიხშირე: (სიტუაცია,ადამიანები და ა.შ.)
დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებისადმი
V. არასრულწლოვანის განათლება, პროფესიული მომზადება,სპორტული საქმიანობა და სამუშაო გამოცდილება
5.3. ყოფაქცევა: არადამაკმაყოფილებელი დამაკმაყოფილებელი კარგი (განმარტეთ ნებისმიერი პასუხი)
რეპეტიტორი (განმარტეთ ნებისმიერი პასუხი)
იმ შემთხვევაში თუ არ ირიცხება ამჟამად არსად:
შეჯამება (არასრულწლოვანის განათლება, პროფესიული მომზადება,სპორტული საქმიანობა და სამუშაო გამოცდილება)
VI. არასრულწლოვანის ოჯახი და საცხოვრებელი გარემო
ოჯახის მატერიალურ-ფინანსური მდგომარეობა საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობა:
ოჯახის ფინანსური მდგომარეობა:
6.14. ოჯახის შემოსავალი:
არ არის საკმარისი პირველადი მოთხოვნების (საკვები, კომუნალური გადასახადები) დასაკმაყოფილებლად
შეჯამება (არასრულწლოვნის ოჯახი და საცხოვრებელი გარემო - VI თავი)
VII. არასრულწლოვანის სოციალური ქსელი და ურთიერთობები ოჯახური ურთიერთობები
ოჯახის წევრების დამოკიდებულება მავნე ნივთიერებებსა და ჩვევებზე
შეჯამება (არასრულწლოვანის სოციალური ქსელი და ურთიერთობები - VII თავი)
დასკვნა (იწერება შემაჯამებელ ველებში არსებული ინფორმაციის ანალიზი)
რეკომენდაცია (იწერება დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარეკომენდაციო პირობები)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
ხელშეკრულების შესრულების ყოველთვიური ანგარიშის ფორმა
|
(ავსებს სოციალური მუშაკი/ პრობაციის ოფიცერი)
ანგარიშის თარიღი: (დღე, თვე, წელი): -----/------/------ განსარიდებელის სახელი და გვარი: ------------------------------------- დაბადების თარიღი: ----------- სქესი: მდედრ. მამრ. განრიდების ტიპი:
განრიდება ანგარიშის სახე: გეგმიური არა გეგმიური საანგარიშო პერიოდში განხორციელებული კონტაქტები: საანგარიშო პერიოდში განხორციელებული კონტაქტების ადგილი: განრიდებულის საცხოვრებელში; პრობაციის ბიუროში; ვირტუალურად სხვა (მიუთითეთ) ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი: (დღე, თვე, წელი): -----/------/------ სოციალური მუშაკის/ პრობაციის ოფიცრის სახელი და გვარი: პროკურორის სახელი და გვარი: მედიატორის სახელი და გვარი:
სოციალური მუშაკის/ პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა:
| ||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიშის ფორმა
|
(ავსებს სოციალური მუშაკი/ პრობაციის ოფიცერი)
ანგარიშის თარიღი: (დღე, თვე, წელი): -----/------/------ განსარიდებელის სახელი და გვარი: ------------------------------------- დაბადების თარიღი: ----------- სქესი: მდედრ. მამრ. განრიდების ტიპი:
განრიდება ხელშეკრულების პერიოდში განხორციელებული კონტაქტების რაოდენობა: ხელშეკრულების პერიოდში განხორციელებული კონტაქტების ადგილი: განრიდებულის საცხოვრებელში; პრობაციის ბიუროში; ვირტუალურად სხვა (მიუთითეთ) ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი: (დღე, თვე, წელი): -----/------/------ ხელშეკრულების ვადის გასვლის თარიღი: (დღე, თვე, წელი): -----/------/------ სოციალური მუშაკის/ პრობაციის ოფიცრის სახელი და გვარი: პროკურორის სახელი და გვარი: მედიატორის სახელი და გვარი:
სოციალური მუშაკის / პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა: | |||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები