დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებით, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, დამტკიცებული დანართი 1, თავი II, მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/2 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.157.016037 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/02/2011 - 30/03/2011)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3/2
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებით, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, დამტკიცებული დანართი 1, თავი II, მე-3 მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებით, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, დამტკიცებული დანართი 1, თავი II, მე-3 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის _ 10 ლარს 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
დანართი 1
თავი I. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის
მუხლი 1.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
მუხლი 2.
საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალაშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, განისაზღვროს ერთი ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის _ ხუთი ლარით.
მუხლი 3.
საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება გათავისულდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.
მუხლი 4.
მშენებლობის მოსაკრებელი გადაიხდება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.
თავი II. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
მუხლი 1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურდიული პირები, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
მუხლი 3.
მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის _ 10 ლარს 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე.
მუხლი 4.
მოსაკრებელი გადაიხდება ყოველთვიურად მომდევნო თვის თხუთმეტ რიცხვამდე.
მუხლი 5.
ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები