დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/3 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401053, 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210200010.35.157.016041 |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4/3
2011 წლის 30 მარტი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული მე-2 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის – 10 ლარს 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე“.
2. გაუქმებულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/2 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები