თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 22/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10
18/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
280010000.35.154.016044
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2011 - 11/02/2013)

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

201 1 წლის 18 თებერვალი

დ. თიანეთი

 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამა თანახმად დანართისა.

მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამა

    მუხლი 1. პრობლემის განსაზღვრა

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც არ ეკუთვნის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების კატეგორიას განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას.

    მუხლი 2. პროგრამის მიზანი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    მუხლი 3. ერთჯერადი დახმარების მიღების წესი

1. მოქალაქემ, რომელიც განიცდის მატერიალურ გაჭირვებას განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ გაცემული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ (მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში).

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ და ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ბავშვის და მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

    მუხლი 4. კატეგორია, რომელზედაც გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება

1. მრავალშვილიანი ოჯახი (5 და მეტი არასრულწლოვანი შვილით), რომელიც არ იღებს საარსებო შემწეობას.

2. დედ-მამით ობოლი ბავშვები (18 წლამდე).

3. 100 წელს გადაცილებული მოხუცები.

4. ოჯახები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულაა 57 000-დან 70 000-მდე.

5. 0-დან 57 000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახი, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

6. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ავარიულ სახლებში. (გამგეობის მოქალაქეთა სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისიის მიერ ადგილზე დათვალიერების აქტის საფუძველზე).

7. სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია (დადასტურებული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ).

    მუხლი 5. ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი

1. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისიის მიერ.

2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, გამგეობის მოქალაქეთა სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმისა და გამგებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

3. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცეს ერთჯერადად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან –1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.

4. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს „ლიბერთი ბანკის“ თიანეთის ფილიალში გახსნილი პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა.