დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.154.016194 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში (სსმ 280010000.35.154.016044) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“. |
2.
მე-3 მუხლის მე-2-პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ა) ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ (მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში)“. „გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს თიანეთის განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ და ცნობა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული, ბავშვისა და მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. |
3.
მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7.სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია (დადასტურებული ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ)“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები