დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.154.016223 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურეობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 22/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016044) დამტკიცებულ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ სოციალური მომსახურების პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები. კერძოდ: |
1.
პროგრამის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
,,დ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვების შემთხვევაში, აგრეთვე შშმ ბავშვების შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა ( ფორმა 100). ე) ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების შემთხვევაში ჯანმრთელობის ცნობა.“. |
2.
პროგრამის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მე-8“ და „მე-9“ პუნქტები.
„8. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. 9. ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები“. |
3.
პროგრამის მე-5 მუხლის |
ა)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ნებისმიერ ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაერიცხება განმცხადებელს დახმარების თანხა“. |
ბ)
დაემატოს შემდეგი შინაარსის „მე-5“ და „მე-6“ პუნქტები:
„5. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ბავშვთა საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ოჯახებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით. 6. ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეებზე, წელიწადში ერთხელ გაიცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები