ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03.31.100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 16/02/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 330120000.37.101.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
03.31.100
16/02/2011
ვებგვერდი, 250211, 25/02/2011
330120000.37.101.016033
ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/2011 - 10/05/2011)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №03.31.100

2011 წლი 16 თებერვალი

 ქ. თბილისი

ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის   მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების                 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია:

ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

   ბ)  III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის  წყალსადენი,  III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი  ხაზების მონტაჟი.

   2. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ  თბილისის  მერიის  საჯარო სამართლის იურიდიული პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო).

3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი  აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს,  შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოს თანხმობისა და საფასურის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს  და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი და ელექტრონული ფორმით.

4. ამ წესის ან/და ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ჩაითვლება სამუშაოების თვითნებურ წარმოებად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

5. არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია სააგენტოს მიმართოს განცხადებით, რასაც თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

7. ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხმობის გაცემისთვის სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ფასიანი მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის  ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

8. ამ დადგენილების შესაბამისად სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობების უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი).

9. სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.

10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 21 აპრილის №10.13.539 დადგენილება.

11. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი                                                                                            გ. უგულავა