„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 16.21.664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628039, 30/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 330120000.37.101.016067
  • Word
16.21.664
27/06/2011
ვებგვერდი, 110628039, 30/06/2011
330120000.37.101.016067
„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №16.21.664

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში (25.02.2011 წ. „საკანონმდებლო მაცნე) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

 „91. ამ დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია შექმნას/გასცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვ იურიდიულ ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. .

 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე (ვიცე -მერი)    . ნინიძე