დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11.23.443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 10/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110511030, 19/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120000.37.101.016051 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №11.23.443
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„ ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„ 21. საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იმ ნაგებობის მონტაჟზე, რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, თანხმობას გასცემს სააგენტო.
22. ამ დადგენილების 21 პუნქტის შესაბამისად გაცემული თანხმობის მიმღები პირი ვალდებულია ნაგებობის მონტაჟის/განთავსებისთვის მიიღოს მშენებლობის ნებართვა ან/და სხვა სახის თანხმობა გაცემული ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ.“
ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ დადგენილების მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით , არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში , განხორციელების შესახებ.“ ;
გ) დადგენილების მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ამ წესის ან/და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების დარღვევა ჩაითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევად და გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, ხოლო დამდგარი ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 -44 პუნქტები:
„41. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
42. ამ დადგენილების მე -4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსაწორებლად განესაზღვრება ვადა , არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.
43. ამ დადგენილების 42 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვალდებულია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ: დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
44. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციისა და მათი საფასურის განმსაზღვრელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დამრღვევს დააკისრებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.“ .
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები