"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ"

  • Word
"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9
03/02/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
010320040.35.136.016040
"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ"
ხულოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2011 - 25/02/2011)

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №9

2011 წლის 3 თებერვალი  

დაბა ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო :

1. დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 დეკემბრის 24 დადგენილება (გაზეთი აჭარა , 2010 წ, 7-8 იანვარი, 2, გვ.7,8).

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                        ნ. თავართქილაძე

                                                     დანართი                                                                    

  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

    მუხლი 1. საერთო მოთხოვნები

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებისმიერ თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნციპალიტეტის საკრებულოს 20 10 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილება.

    მუხლი 2. სპეციალური მოთხოვნები

1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

ა) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.გ) ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 23 დადგენილება;

ბ) გამგებლის თანაშემწე:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ.გ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ საქართველოს კანონი;

გ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი:

გ.ა) უმაღლესი განათლება;

გ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ.გ) საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენ ის 1999 წლის 1 ივლისის 414 ბრძანებულება;

გ.დ) ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 23 დადგენილება;

დ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში:

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის 414 ბრძანებულება.

ე) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:

ე.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ე.ბ) “ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს.

ვ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის წამყვანი სპეციალისტი კადრები, არქივის საკითხებში:

ვ.ა) უმაღლესი განათლება;

ვ.ბ) ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონი;

ვ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი:

ზ.ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ზ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ.გ) საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი;

ზ.დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ზ.ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო ოდექსი;

ზ.ზ) ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 23 დადგენილება;

თ) იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:

თ.ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

თ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

თ.გ) საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი;

თ.დ) ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის 23 დადგენილება.

2. გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.გ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების შესახებ საქართველოს კანონი;

ა.ე) „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონი;

ა.ვ) ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 29 დადგენილება;

) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება:

ბ.ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ)საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ბ.ე) ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის 29 დადგენილება;

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი გზების და ინფრასტრუქტურის საკითხებში:

გ.ა) უმაღლესი განათლება;

გ.ბ) საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონი;

დ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში:

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.დ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ე) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

დ.ვ) სახელმწიფო - საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულება;

ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გზების და ინფრასტრუქტურის საკითხებში:

ე.ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება;

ე.ბ) საავტომობილო გზების შესახებ  საქართველოს კანონი;

ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში:

ვ.ა) უმაღლესი განათლება;

ვ.ბ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში:

ზ.ა) უმაღლესი განათლება; (ინჟინერ- მშენებელი ან არქიტექტორი);

ზ.ბ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.დ) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი.

თ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში:

თ.ა) უმაღლესი განათლება (ინჟინერ- მშენებელი ან არქიტექტორი);

თ.ბ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ.გ)„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

3. ზედამხედველობის სამსახური

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ა.გ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ა.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553, 601 მუხლის პირველი ნაწილი, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 145-ე, 150, 1501, 152-ე, 1522, 159-ე, 1591, 1751, 1792.

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი.

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

გ.ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

გ.ბ) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი.

4. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ა.გ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ა.ე) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

ა.ვ) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი.

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების უფროსი:

ბ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ბ.ბ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ბ.დ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

გ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში:

გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება; (საბუღალტრო)

გ.ბ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

გ.დ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება.

დ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვის განყოფილების უფროსი:

დ.ა) უმაღლესი განათლება;

დ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.

დ.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში:

ე.ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;

ე.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.გ) „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.

ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის და შესყიდვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დაგეგმვის საკითხებში:

ვ.ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;

ვ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანება.

ვ.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსი:

ზ.ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ზ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ზ.დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ზ.ე) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება.

თ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხაზინის საკითხებში:

თ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (საბუღალტრო);

თ.ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“.

5. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური:

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ბ) გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

6. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური:

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართ ელოს კანონი;

ა.გ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.ე) “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

ბ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი

ბ.დ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

გ.ა) უმაღლესი განათლება;

გ.ბ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

7. გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

ა) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) „სამხედრო სავალდებულო სამ ახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.დ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ა.ე) “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

ა.ვ) „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 მარტის №84 ბრძანებულება.

ბ) გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „სამხედრო სავალდებულო სამ ახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ) “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) გამგეობის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტები:

გ.ა) უმაღლესი განათლება;

გ.ბ) „სამხედრო სავალდებულო სამ ახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 მარტის №84 ბრძანებულება.

7. 08/11/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 15/11/2013 6. 26/07/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 02/08/2013 5. 29/03/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 05 - ვებგვერდი, 08/04/2013 4. 25/01/2013 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 01 - ვებგვერდი, 31/01/2013 3. 27/05/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 27 - ვებგვერდი, 110606011, 08/06/2011 2. 25/03/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 110401064, 06/04/2011 1. 25/02/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 110307073, 22/03/2011