დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307073, 22/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.136.016054 |
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 25 თებერვალი
დ. ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 11.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გამგებლის თანაშემწე:
ბ.ა) უმაღლესი განათლება;
ბ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ბ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი“;
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში:
ზ.ა) უმაღლესი განათლება;
ზ.ბ) „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ.გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ.დ) „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:
გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;
გ.ბ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ.გ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ.თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები