,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016117
05
29/03/2013
ვებგვერდი, 08/04/2013
010320040.35.136.016117
,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2013 წლის 29 მარტი

დაბა ხულო

 

,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ. 11.02.2011.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გამგეობის ზედამხედველობის სამსახური:

) სამსახურის უფროსი:

ა.ა) უმაღლესი განათლება;

ა.ბ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი'';

ა.გ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება;

ა.დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 601 მუხლის პირველი ნაწილი, 1191, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 145-ე, 150-ე, 1501, 152-ე, 1522, 159-ე, 1591, 1751, 1792. მუხლები.

ა.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

ბ.ა) უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.გ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი'';

ბ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);

) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

გ.ბ) საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი''.

გ.გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word);''.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების უფროსი:

ბ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;

ბ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარი;

ბ.გ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;   

ბ.დ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

ბ.ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);''.

 

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბუღალტრო განყოფილების მთავარი სპეციალისტი პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში:

გ.ა) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება; (საბუღალტრო)

გ.ბ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება; 

გ.გ) „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება;

გ.დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Excel);''.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე