ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

  • Word
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.132.016030
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
31/01/2011
ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
200230000.35.132.016030
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/02/2011 - 14/04/2011)

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო

დადგენილება №2

2011 წლის 31 იანვარი

. ბათუმი

თვითმმართველ ქალაქ - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის IX კარის XXIX თავის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობ­რივი გადასახადი – ქონების გადასახადი.

2. ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს:

ა) საწარმოს­თვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით);

ბ) ფიზიკური პირებისათვის:

ბ. ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებზე – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ის ოდენობით;

ბ. ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებზე – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ის ოდენობით.

3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით.

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

განაკვეთი (ლარი/ჰა)

სათიბები

საძოვრები

გაკულტურებული

სათიბები

საძოვრები

18

15

20

16

 ბ) სხვა მიწებისათვის:

განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

94

70

5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0.24 ლარი) გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტზე (ცენტრალური ზონა – 1.3, შუალედური ზონა – 1.0, პერიფერიული ზონა – 0.7). აღნიშნულიდან გამომდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნუ­ლების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები 1მ2 განისაზღვროს:

 ა) ცენტრალური ზონა – 1.3 X 0.24 = 0.31 ლარის ოდენობით;

ბ) შუალედური ზონა – 1.0 X 0.24 = 0.24 ლარის ოდენობით;

გ) პერიფერიული ზონა – 0.7 X 0.24 = 0.17 ლარის ოდენობით.

6. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა იბეგრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის ერთ ჰექტარზე 2 ლარის ოდენობით.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით განისაზღვროს საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების ზღვრული ოდენობა:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2000 კვადრატული მეტრის ფარგლებში;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 600 კვადრატული მეტრის ფარგლებში.

8. ამ დადგენილების მე-5 პუნქტში მოცემული ზონები (ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული ზონა) და მათი საზღვრები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს ცალკე ნორმატიული აქტით.

9. ქონების გადასახადის გამოანგარიშების წესი და ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

10. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმ­მართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-4 დადგენილება.

11. დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე

8. 25/11/2024 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 59 - ვებგვერდი, 27/11/2024 7. 16/12/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32 - ვებგვერდი, 20/12/2022 6. 29/01/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 02/02/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 27/12/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 75 - ვებგვერდი, 04/01/2019 4. 31/05/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 02/06/2017 3. 29/05/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 03/06/2015 2. 12/03/2012 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 21/03/2012 1. 14/04/2011 - მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება - 21 - ვებგვერდი, 110415001, 18/04/2011