„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 12/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.132.016104
  • Word
14
12/03/2012
ვებგვერდი, 21/03/2012
200230000.35.132.016104
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო

დადგენილება №14

2012 წლის 12 მარტი

ქ. ბათუმი

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 27.01.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება,  დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ქვეპუნქტები და დადგენილების „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:

ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის                      (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის 1 იანვრამდე;

ა.ბ) წყლის მიწოდებისა და წყალანირების საქმიანობის სფეროში გამოყენებულ ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის                               1 იანვრამდე;

  ა.გ) საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში გამოყენებული ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავ-რებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის                                    1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                       გ. კირთაძე