დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 14/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110415001, 18/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.132.016048 |
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №21
2011 წლის 14 აპრილი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებ პორტალი: matsne.gov.ge, 27.01.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით განისაზღვროს:
ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 15 ლარი;
ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი, გაკულტურებული) – 18 ლარი;
გ) სხვა მიწებისათვის (კარგი, მწირი) – 94 ლარი.“.
ბ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები