„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 030211, 03/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280070120.35.152.016030
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3
31/01/2011
ვებგვერდი, 030211, 03/02/2011
280070120.35.152.016030
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2011 - 28/02/2011)

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წელი 31 იანვარი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მ ხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ლ” ქვეპუნქტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თანდართული პროგრამა (დანართი №1).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ც. საძაგლიშვილი

 

დანართი №1

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მ ხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამ

მუხლი I. პრობლემის განსაზღვრა

1. მოსახლეობა, რომელიც არ შედის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კატეგორიაში, სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნაროა.

2. მატერიალური გაჭირვების გამო სპეციალიზებული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურება მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი ხდება.

3. მოსახლეობა ვერ ყიდულობს მაღალხარისხიან სამედიცინო პრეპარატებს, რომელიც საჭიროა მათი ჯანმრთელობის ხარისხის ამაღლებისათვის.

მუხლი II. პროგრამის მიზანი

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის კვალიფიციური, სპეციალი ებული და სტაციონალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე კონტი გენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ავადობ სა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას, აგრეთვე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

2. პროექტი ვრცელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი (ან სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას).

მუხლი III. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი

1. ავადმყოფმა , რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, განცხადებით უნდა მიმართოს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც რეკომენდაციას უწევს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რათა მას აღმოუჩინოს ფინანსური დახმარება.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათანადო სამსახურის მიერ ხდება პროვაიდერი დაწესებულებების შერჩევა და მათთან ხელშეკრულების გაფორმება.

3. გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ სამკურნალო სამედიცინო დაწესებულება აგზავნის დასრულებული სამედიცინო მომახურების ღირებულებას ადგილობრივ თვითმმართველობაში. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი დაწესებულება.

– პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 60 000 (სამოცი ათასი) ლარით.

– პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ მკურნალობაზე.

მუხლი IV. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. სამედიცინო მომსახურების ღირებულება 500 ლარამდე – 100% დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

2. 500 ლარიდან 1 000 ლარამდე – 70% დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

3. 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე – 55% დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

4. 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე – 35% დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

5. 5 000 ლარიდან ზევით –25% დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

6. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგენით საკრებულოს ბრძანების საფუძველზე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

7. მოსარგებლე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში.

8. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ:

ა) პენსიონრები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში და არ სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათით;

ბ) მარტოხელა დედები და მრავალშვილიანი ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილებით;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილები);

დ) მარტოხელა და 100 წელს გადაცილებული მოხუცები;

ე) ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ყველა წევრი უმუშევარია და არც ერთ წევრს საკუთარი შემოსავალი არ გააჩნია;

ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

ზ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და თანაგადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია.