„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის,რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის,რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110301021, 15/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280070120.35.152.016037
  • Word
10
28/02/2011
ვებგვერდი, 110301021, 15/03/2011
280070120.35.152.016037
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის,რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის,რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2011 წლის 28 თებერვალი

ქ. დუშეთი

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მ ხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე , დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მ ხოვრები მოქალაქეებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, პროგრამის დამტკიცების თაობაზე“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 და ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, პროგრამა“ დამტკიცდეს ახალი რედაქციით №1 დანართის შესაბამისად

    მუხლი 2

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ც. საძაგლიშვილი

დანართი 1

დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების პროგრამას.

2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში.

3. პროგრამა ვრცელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებზე, რომელთა საოჯახო შემოსავლების კალათა არ აღემატება ოჯახის თითოეულ წევრზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მინიმალურ თანხას, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ კატეგორიაში, არ აქვთ რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ან სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას.

    მუხლი 2. სამედიცინო მომსახურების სახეები

1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:

ა) წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;

ბ) სტაციონარურლი მკურნალობა;

გ) მედიკამენტების შეძენა;

დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტიდან სხვა, ნებისმიერ საავადმყოფოში გადაყვანის ხარჯები.

    მუხლი 3. მომსახურების დაფინანსების წესი

1. დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარების გაწევასა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრაზე.

2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.

3. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს გამგებლის მოადგილე.

4. კომისიის სხდომის წევრის სტატუსით ესწრება გამგეობის იმ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, სამედიცინო დახმარების თაობაზე ვისი სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება.

5. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის პარასკევ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე წარმოდგენილი განცხადების, სამედიცინო ფორმა №100-ის ან/და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი მომართვის საფუძველზე.

6. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს. ავადმყოფის, მისი ოჯახის წევრების ან სხვა დამხმარე პირის მიერ.

7. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პ/მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი, შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100, შესასრულებელი სამუშაოს კალკულაცია და ანგარიშ-ფაქტურა.

8. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას.

9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას, განმცხადებლისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.

10. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

11. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.

12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობით შედგენილი მოსაზრება.

13. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს.

14. კომისიის ოქმს თან ერთვის განხილული დოკუმენტაცია, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია. საბოლოო სახით ოქმი თანდართული დოკუმენტაციით ინომრება და იკინძება, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

15. მუნიციპალიტეტის გამგებელი საბოლოო სახით მიღებულ კომისიის ოქმს, მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. მოხსენებით ბარათში აღინიშნება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ დებულებასთან შესაბამისობა. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტიც.

16. გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე.

17. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურების გაწევის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

18. საგარანტიო წერილში დაფიქსირებული თანხის შესაბამის სამედიცინო მომსახურების შესრულებაზე, სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ახდენს მოთხოვნილი თანხების გადარიცხვას.

    მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება

1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტში განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით.

2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება 500 ლარამდე – 100% -მდე დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ.

3. 500 ლარიდან 1000 ლარამდე – 70% -მდე დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ.

4. 1000 ლარიდან 3000 ლარამდე – 55% -მდე დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ.

5. 3000 ლარიდან 5000 ლარამდე - 35 %-მდე დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ.

6. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100 %-მდე დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

7. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.

8. მოსარგებლე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში.

9. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ:

ა) პენსიონრები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის სიით კატეგორიაში;

ბ) მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილებით;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი);

დ) მარტოხელა და 80 წელს გადაცილებული მოხუცები;

ე) ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ყველა წევრი უმუშევარია და არც ერთ წევრს შემოსავალი არ გააჩნია;

ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

ზ) შპს ,,დუშეთის რაისაავადმყოფიში“ დარეგისტრირებული ყველა მშობიარობის ხარჯები – 100 %-მდე;

თ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და თანგადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია.

    მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, შობადობის გაზრდას.