დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამის დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280070120.35.152.016074 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 5
2012 წლის 20 იანვარი
ქ. დუშეთი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამის დამტკიცების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამის დამტკიცების თაობაზე” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №3 დადგენილების (სსმ 03.02.2011) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით.
2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) 500 ლარამდე – 100% -მდე;
ბ) 500 ლარიდან 1000 ლარამდე – 70%-მდე;
გ) 1000 ლარიდან 3000 ლარამდე – 55%-მდე;
დ) 3000 ლარიდან 5000 ლარამდე - 35 %-მდე;
ე) 5000 ლარიდან ზევით 25%-მდე.
3. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100 %-მდე დაფინანსება ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
4. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.
5. მოსარგებლე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში.
6. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ:
ა) პენსიონერები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ბ) მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილებით;
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი);
დ) მარტოხელა და 80 წელს გადაცილებული მოხუცები;
ე) ოჯახები, რომელთა შემადგენლობიდან ყველა წევრი უმუშევარია და არც ერთ წევრს შემოსავალი არ გააჩნია;
ვ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;
ზ) შპს ,,ჯეოჰოსპიტალსის დუშეთის სამედიცინო ცენტრში“ დარეგისტრირებული ყველა მშობიარობის ხარჯები – 100 %-მდე;
თ) სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და თანაგადახდის საშუალება არ გააჩნია.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები