დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 100211, 10/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.121.016025 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2011 - 07/03/2011)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2011 წლის 28 იანვარი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200; 201-ე: 202-ე; 203-ე; 204-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ქონების გადასახადი.
მუხლი 2
1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრული გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები.
მუხლი 3
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 1. 2. 3. 4. 6. 7. 8. პუნქტების შესაბამისად;
ბ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
ბ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტით;
ბ.ბ). 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტით.
მუხლი 4
მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5
1. მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 ჰა-ზე:
ა.ა) სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისათვის: მწირი ხარისხის – 50.0 (ორმოცდაათი) ლარით, კარგი ხარისხის – 70.0 (სამოცდაათი) ლარით.
ა.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის: სათიბი – 10 ლარი, გაკულტურებული სათიბი – 15.0 ლარი, საძოვარი – 8.0 ლარი, გაკულტურებული საძოვარი – 12.0 ლარი.
ა.გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 კვ.მ-ზე:
ქ. ვანის ტერიტორიაზე – 0,0888 ლარი. თემების (სოფლების) ტერიტორიაზე – 0,0444 ლარი.
მუხლი 6
1. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1.0 ჰა-ზე 150.0 (ასორმოცდაათი) ლარით.
მუხლი 7
1. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.
მუხლი 8
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები