დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401054, 04/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.121.016029 |
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 31 მარტი
ქ. ვანი
,,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1. ,,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და მისი რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ; ვებპორტალი, 100211, 10/02/2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს ქონების გადასახადი.
მუხლი 2.
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრული გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები.
მუხლი 3.
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) საწარმოსათვის,ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების). მიხედვით;
ბ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
ბ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 პროცენტით;
ბ.ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტით.
მუხლი 4.
გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში მაცხოვრებლები და ავტოფარეხთა მფლობელები.
მუხლი 5.
მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6.
მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 ჰა-ზე:
ა.ა) სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისათვის: 65 ლარით;
ა.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის:
ა.ბ) სათიბი – 17 ლარი, საძოვარი-12 ლარი;
ა.გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის 1.0 კვ.მ-ზე: ქ. ვანის ტერიტორიაზე – 0,0888 ლარი. თემების (სოფლების) ტერიტორიაზე – 0,0444 ლარი.
მუხლი 7.
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 1.0 ჰა-ზე 3 (სამი) ლარით.“.
მუხლი 2.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები